„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 93-ს გადააჭარბა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ 93 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, კრემლი აცხადებს, რომ 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს 11 ადამიანის დაკავების შესახებ აცნობა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობენ“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტის საღამოს, მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტზე შეკრებილებს,  უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები