“უკრაინელებს პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდებათ” – ზელენსკი კიევის დღევანდელ იერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ კიევის დღევანდელ იერიშს გამოეხმაურა.

როგორც მან “ტელეგრამში” დაწერა,  უკრაინელებს პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდებათ. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვინც  ქვეყანას ნამდვილად ეხმარება.

“კიევის წინააღმდეგ ახალი რუსული სარაკეტო შეტევაა. ჩამოაგდეს 30-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის, აერობალისტიკური. დაშავდა ხალხი. ყველას საჭირო დახმარება გაეწევა. ყოველდღე, ყოველ ღამეა ასეთი ტერორი. მსოფლიო ერთიანობას შეუძლია ამის შეჩერება, როდესაც გვეხმარებიან საჰაერო თავდაცვის სისტემებით. რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც შეძლებდნენ “პატრიოტის” და მსოფლიოს სხვა წამყვანი სისტემების გვერდის ავლას”,- თქვა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ახლა ეს დაცვა უკრაინას სჭირდება.

“ეს სავსებით შესაძლებელია, თუ პარტნიორებს ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ტერორი ყოველთვის დამარცხებულია. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ ის იძულებული იქნება შეურიგდეს უკრაინაში ნორმალურ თავისუფალ ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა. და, მე მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც ნამდვილად გვეხმარება“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები