როდის არის საჭირო ფიზიოთერაპიის გაკეთება?

ფიზიოთერაპია ფოკუსირებულია ფიზიკური მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების შეფასება,დიაგნოზსა და მკურნალობაზე.დარგის ძირითადი მიზანია ტკივლის შემსუბუქება,მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა,კოორდინაციის გაუმჯობესება და ზოგადი კეთილდღეობის ხელშეწყობ.ამ მიზნების მისაღწევად,კი სპეციალისტები სხვადასხვა ტექნიკებსა და ინტერვენციებს იყენებენ.

როდის უნდა ჩავიტაროთ ფიზიოთერაპია?

     ფიზიოთერაპია ეფექტურია ნებისმიერი ასაკის ინდივიდისთვის და გამოიყენება ფართო სპექტრის დაავადებათა მკურნალობაში.ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროს საჭიროა ფიზიოთერაპია:

  • ორთოპედიული დაზიანებები:ძვალ-კუნთოვანი პრობლემები როგორიცაა -მოტეხილობა, კუნთის დაჭიმულობა, ართრიტი, ქირურგიული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაცია და სხვა,ეფექტურია ფიზიოთერაპიის გამოყენება ძალის, მოქნილობისა და ფუნქციის აღსადგენად.
  • ნევროლოგიური დარღვევები: ინსულტის, გაფანტული სკლეროზის, პარკინსონის დაავადების, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის ფიზიოთერაპია ძალების აღმდგენ და კოორდინაციის გასაუმჯობესებელ როლს ასრულებს.
  • სპორტული დაზიანებები:მწვავე თუ ქრონიკული სპორტული დაზიანებების დროს,ფიზიოთერაპია თავდაპირველი ფუნქციის დაბრუნების საუკეთესო საშუალებაა.
  • ქრონიკული ტკივილი: ზურგისა და კისრის ქრონიკული ტკივილისას, ფიზიოთერაპიის მეშვეობით შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება და სიმპტომების მართვა.
  • პედიატრია:განვითარების დარღვევები, ცერებრალური დამბლა, პედიატრიული ორთოპედიული დაზიანებები და ა.შ.
  • კარდიოპულმონალური დარღვევები: რესპირატორული და კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს,ფიზიოთერაპია ეხმარება სუნთქვის,გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობის და საერთო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
  • გერიატრიული ზრუნვა: ხანდაზმულებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიზიოთერაპიით ბალანსთან,მობილობასთან და ასაკთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.შედეგად, შეძლებენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
  • პრევენცია: ფიზიოთერაპია არ გამოიყენება მხოლოდ დაზიანებების სამართავად, მისი მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული დაავადებების პრევენცია და საერთო კეთილდღეობის შენარჩუნება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს,რომ ფიზიოთერაპია ინდივიდუალურია და მკურნალობის გეგმა მორგებულია თითოეულ პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მიზნებზე.

სად შეგვიძლია ჩავიტაროთ ფიზიოთერაპია?

ფიზიოთერაპიის ჩატარება პრემიუმ ბრენდების უახლესი აპარატურით „ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია“ შესაძლებელი.ადგილზე დაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები