პოლიციამ ჯეკი ჩანის შვილს ნარკოტიკები აღმოუჩინა

პეკინის პოლიციამ ცნობილი კინოვარსკვლავის ჯეკი ჩანის შვილი მუსიკოსი ჯეისი ფან ცზუ მინი დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავების დროს მას ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს. ჯეისი ფან ცზუ მინთან ერთად დაკავებულია ცნობილი ტაივანელი მსახიობი კე ჩჟენდუნი. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, ჯერ უცნობია, თუ რა ბრალდებას წაუყენებენ ორივე დაკავებულს. მედიის ინფორმაციით გამორიცხული არ არის მათ ბრალი დაუმძიმდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები