2300 წლის წინ თავის ქალის ტრეპანაციას აკეთებდნენ
სამეცნიერო-საინფორმაციო პორტალ ,,Siberian Times“-ის განცხადებით, დაახლოებით 2300 წლის წინ ალთაის მხარის უძველესი მოსახლეობა თავის ქალის ტრეპანაციას და ტვინზე ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა.
არქეოლოგებმა გამოიკვლიეს უამრავი ჩონჩხი და თავის ქალა, რომელიც იმ ეპოქის სამარხებს ეკუთვნის. დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცის ერთ-ერთ თავის ქალაზე აშკარად იგრძნობა ქირურგიული ჩარევის კვალი. ქირურგების თქმით, მან ძლიერი ტრამვა მიიღო, რომელმაც გემატომა გამოიწვია. ექიმების ჩარევის შემდეგ მას პრიმიტიული ლითონის იარაღებით უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს, რომლის შედეგადაც გემატომა მოაშორეს და საშინელი ტკივილებისგან გაანთავისუფლეს. პათანატომების დაკვნით, ოპერაციის შემდეგ ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა.