ბელგოროდში სასკოლო არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონის სკოლებში სასკოლო არდადეგები ვადაზე ადრე დაიწყება.

ამის მიზეზია რეგიონის გახშირებული დაბომბვა.

”გადავწყვიტეთ, რომ ამ კვირის ბოლომდე – ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი – უკვე დავიწყებთ სასკოლო არდადეგებს. ანუ სასაზღვრო მუნიციპალიტეტების სკოლებში, ასევე, ბელგოროდსა და იაკოვლევსკის საქალაქო ოლქში. კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლებაა”, – თქვა მან.

გარდა ამისა, უქმდება  სპორტული და კულტურული აქტივობები.

გუშინ გლადკოვმა თქვა, რომ ბელგოროდის რეგიონიდან 9 ათასამდე ბავშვის ევაკუაცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები