უნგრეთში „ჟიგულის“ ბაზაზე 7-მეტრიანი ლიმუზინი ააწყვეს (ვიდეო)
საბჭოური „ჟიგულის“ დეტალებიდან უნგრეთში ავტომექანიკოსმა 7 – მეტრიანი ლიმუზინი ააწყო. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა. ძველი მანქანა ხელოსანმა ჟოლტ ატილა ხორვატმა ბარით და ფერთა მუსიკით უნიკალურ ავტომობილად გადააქცია. კონსტრუქტორმა საკუთარ ქმნილებას „ჟიგულიმო“ დაარქვა. „ჟიგულიმოს“ შექმნისთვის მას 100 დღე დასჭირდა. ავტომობილის სალონი რეტროსტილშია გადაწყვეტილი. სალონს ლენინის გამოსახულება დიჯეის როლში ამშვენებს. როგორც ავტომობილის შემქმნელმა აღნიშნა, მანქანის ყველა დეტალი ხელნაკეთია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=75M5HhCyofc” width=”560″ height=”315″]