Skijoring – საიდან იღებს სათავეს სათხილამურო სპორტის ეს უჩვეულო სახეობა

თანამედროვე „სკიორინგი“

ასობით წლის განმავლობაში, საამები უზარმაზარ თოვლიან სივრცეებში თხილამურებით სამოგზაუროდ ირმებს იყენებდნენ. თხილამურებით სრიალი კვლავ პოპულარულია სკანდინავიის ყველა ქვეყანაში, ირმებით შეჯიბრებაც კვლავ იმართება ნორვეგიასა თუ ფინეთში, მაგრამ „სკიორინგი“ სულ სხვა საქმეა. ცხენების დახმარებით, თხილამურებზე სრიალი პოპულარული „საქმიანობა“ იყო შვეიცარიასა და საფრანგეთში 1910-იან წლებში.

„სკიორინგმა“ გზა ამერიკაშიც გაიკვალა და 1916 წლიდან დარტმუთის ზამთრის კარნავალზე რეგულარული სახეც კი მიიღო. 1924 წელს „სკიორინგი“ გამოჩნდა შამონის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც, რამაც საფუძველი ჩაუყარა მას, როგორც სპორტის ოფიციალურ სახეობას.

„სკიორინგი“, როგორც წესი, შედგებოდა ცხენისგან და ორი ადამიანისგან. ერთი მათგანი – მხედარი – ცხენს აკონტროლებდა, ხოლო მეორე უშუალოდ მოთხილამურე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონდა თხილამურის ჯოხები.

ევროპის ზოგიერთ ადგილას შეჯიბრებებში მონაწილეობდა უმხედრო ცხენიც, რომელსაც მოთხილამურე ხელმძღვანელობდა.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები