WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალას ყიდულობს, მათ შორის, რუსეთის მოკავშირეებისგან
ჩეხეთმა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მომწოდებლისგან დაახლოებით 800 ათასი საარტილერიო ჭურვი შეიძინა და კიდევ 700 ათასი იპოვა, რომელთა შეძენაც არის შესაძლებელი.
საუბარია 300 ათას, საბჭოთა წარმოების და 500 ათასამდე დასავლური წარმოების ჭურვზე.
WSJ-ი წერს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკისთვის საბრძოლო მასალის მომწოდებლები რუსეთის მოკავშირეები არიან, თუმცა, პრაღაში არ ამბობენ, საიდან მოდის საბრძოლო მასალა.
WSJ-ის ცნობით, სავაჭრო ხელშეკრულებები ითვალისწინებს, რომ მიწოდება განხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის ან მესამე ქვეყნების გავლით, რათა დაიმალოს კავშირი წარმოშობის ქვეყნებსა და უკრაინას შორის და არ გამოიწვიოს მოსკოვის რისხვა.
ამჟამად, 300 ათასი ჭურვის პირველი ტრანში უკვე შესრულებულია, ამავე დროს, ყველაზე დიდი შენატანი გერმანიას ეკუთვნის.
როგორც ჩეხეთის მთავრობაში აღნიშნავენ, სახსრების მობილიზებისთანავე მეტი ჭურვის შეძენა იქნება შესაძლებელი.