„შიზოგადოება და საზოგადოება“ – მიქაელ გვამბერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

18 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიქაელ გვამბერაძის პერსონალური გამოფენა – „შიზოგადოება და საზოგადოება“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად მხატვარმა განუცხადა, ეს არის მისი რიგით მეოთხე და მეორე პერსონალური გამოფენა.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტილოზე  ზეთის საღებავებით შესრულებული 19 ფერწერული ნამუშევარი, ამავდროულად, დამთვალიერებელი იხილავს გრაფიკულ ნახატებსაც.
მანამდე, ახალგაზრდა თვითნასწავლ ხელოვანს გამოფენა მქონდა „არტერიაში“, ამავდროულად, ქმნიდა პერფორმანსებს და მუსიკასთან აკომპანირებით, იმპროვიზაციით – ნახატს.
დაიბადა ქალაქ ქუთაისში. გაიზარდა სოფელ ფარცხანაყანებში. ხოლო ბოლო წლების მანძილზე ცხოვრობს თბილისში. 3-ჯერ დაამთავრა ფრანკლინის აკადემია.
ხელოვნების ნიჭი ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა. არის რეზიდენტ-არტისტი, თვითნასწავლი არტისტი. გარდა მხატვრობისა, არის ფოტოგრაფი, პოეზიის მოყვარული, შესაბამისად, წერს ლექსებს.
მიქაელ გვამბერაძის გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები