ლატვიამ შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის ხელისუფლებამ შესაძლოა, რუსეთის 800 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მადარა პუკე ავრცელებს.

„ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ.

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის ბრძანება გამოიცემა“, – აღნიშნა მადარა პუკემ.

ამასთან, ლატვიის მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ, ორი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვისთვის მიემართათ, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა კვლავ შემოწმდება დეპორტაციის საფრთხის გამო.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსებისთვის ლატვიურ ენაში გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა კანონიერად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები