ირაკლი კობახიძე: უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები

პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წასწიოს ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი.

„მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები