საოცარი აღმოჩენა სხვენში – ჩემოდანი, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცის პირადი ნივთები ინახებოდა

დიდ ბრიტანეთში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ჩემოდანი აღმოაჩინეს. სომის ბრძოლაში დაღუპული რიგითი ტედი ემბროუზის დედამ ვაჟის ნივთები სხვენში შეინახა. ეს ნივთები 90 წლის შემდეგ ემბროუზის ნათესავმა იპოვა.

1916 წლის ივლისში ემბროუზი მძიმედ დაჭრეს თავში, ხელსა და ფეხში საარტილერიო თავდასხმის დროს. ჯარისკაცებმა ის ეტაპლში მიიყვანეს. დაჭრილის დედას, სარას, ვაჟის ნახვა სურდა, მაგრამ უარი მიიღო. ემბროუზის ყავისფერი ტყავის ჩემოდანი მის მშობლიურ ჰარტფორდშირში გაგზავნეს, დიდ ბრიტანეთში.

ჩემოდანი მისმა 82 წლის შთამომავალმა აღმოაჩინა.

„ჩემოდანი გავხსენით და მიხვდით, თუ რა სიმდიდრით იყო გავსებული. ეს ძალიან ამაღელვებელი გახლდათ, განსაკუთრებით კი, წერილების წაკითხვა“, – ამბობს ჯონი, ჯარისკაცის ნათესავი.
პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს ლოცვების წიგნი, ტყავის ქისა, იმ ნაღმის ნამსხვრევებით, რომელმაც რიგითს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და გულსაბნევი, მისი შეყვარებულისგან, წარწერით: „ღმერთი გვფარავდეს მე და შენ, როდესაც ცალ-ცალკე ვართ“.
ჩემოდანში, ასევე, იდო ჩიბუხი, დამწვარი თამბაქოთი, ფერმერი მამისგან გამოგზავნილი წერილი და სიკვდილის შემდეგ მიღებული მედლები.
„ტედი არ ყოფილა ცნობილი ჯარისკაცი. ის ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო სოფლიდან, რომელმაც თავისი ვალი მოიხადა“, – დასძენს ნათესავი.
ემბროუზი ფრონტზე 9-თვიანი სწავლების შემდეგ გაემგზავრა.
იმ დღეს, როდესაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, მისი დანაყოფიდან კიდევ 100 ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები