ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ქვეყანამ შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა სასამართლო და პროკურატურის სისტემების გასაუმჯობესებლად, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მათივე ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინას მეტი პროგრესის მიღწევა სჭირდება, მაგრამ ქვეყანა აჩვენებს, რომ მას წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება შეუძლია და ბოსნია-ჰერცეგოვინას მომავალი ევროკავშირშია.