დავით ქართველიშვილი: დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად
დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში „ვეტინგის“ სისტემის დამყარების მცდელობას.
ქართველიშვილის თქმით, საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება.
„Judicial Watch-ის და FoxNew-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოსთვის არა იმდენად ახალ და უცნობ გარემოებას ეხება, რამდენადაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოცემულობას: დიახ, „გლობალური ომის პარტია“ და მისი იდეოლოგიის ფლაგმანი „სოროსის ფონდი“ ღიად მუშაობენ „ურჩ“ ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად მემარცხენე, ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი მარიონეტული რეჟიმებით.
ამ მსოფლიო მასშტაბის მავნებლების ერთ-ერთი მსხვერპლი – ალბანეთია, სადაც 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა სახელწოდება „ვეტინგით“ ცნობილი სასამართლო სისტემის რეიდერულ უზურპაციას. ეს პროცესი ფინანსდებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ამ ფინანსური ნაკადების „სწორ კალაპოტში“ გადამყვან ფუნქციას USAID-ი ახორციელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებელს წარმოადგენდა „სოროსის ფონდი“.
ამერიკელი მკვლევრების მასალებიდან უტყუარად ჩანს, რომ აღნიშნული პროცესის ორგანიზატორი – პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია იყო. ამ ურთულეს რეგიონში და მსოფლიოში ისეთი მეტსახელებით ცნობილ სახელმწიფოში, როგორიც არის „ბალკანეთის ჩრდილოეთ კორეა“ და „ბალკანეთის კოლუმბია“ – „გლობალური ომის პარტიის“ ძირითად ამოცანას არა პრობლემების გადაჭრა, არამედ მათი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა იყო, რომლის ერთ-ერთი ნაბიჯი, მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის მოპოვებაზე გადიოდა.
დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი „ალბანიზაცია“ თუ „უკრაინიზაცია“ ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად. ხოლო საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.