Reuters: თებერვალში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად გაიზარდა

FILE PHOTO: A man shops for produce at Best World Supermarket in the Mount Pleasant neighborhood of Washington, D.C., U.S., August 19, 2022. REUTERS/Sarah Silbiger/File Photo

თებერვალში, საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც ინფლაციის გარკვეულ მდგრადობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა, ივნისში ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება შეფერხდეს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში გაიზარდა 0.4%-ით. თებერვლამდე 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა.

სურსათზე ფასები უცვლელი დარჩა იანვარში 0.4%-იანი ზრდის შემდეგ. კლება დაფიქსირდა რძის პროდუქტებზე, ხილ-ბოსტნეულზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე, თუმცა მარცვლეულსა და პურპროდუქტებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ხორცი, თევზი და კვერცხი ოდნავ გაძვირდა.

ინფლაცია იანვარში გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წლის დასაწყისიდან ფასების მატებით, რაც ეკონომისტების თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყენებული მოდელით.

საკვებისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით, გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები