ომის 3 ყველაზე სულელური მიზეზი ისტორიიდან

ომის მიზეზები ყოველთვის სერიოზულია: გაუგებრობის მრავალი წელი და ტერიტორიული დავა; ძალაუფლების წყურვილი და ეკონომიკური არასტაბილურობა… მაგრამ ხანდახან მიზეზი შესაძლოა, სრულიად იდიოტური იყოს, მაგალითად, მოპარული ხის სათლი ან კარტოფილის ნათესებში გადასული ღორი.

ომი ხის სათლის გამო

პირველ ადგილს ხის სათლის გამო დაწყებული ომი იკავებს. ომი, რომელმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმის გამო შეიწირა, რომ მოპარული სათლი სამშობლოში დაებრუნებინათ. XIV საუკუნეში ბოლონია და მოდენა კონფლიქტის პიკზე ცხოვრობდნენ. მათ შორის მანძილი ძალიან მცირე იყო, დაახლოებით, 50 კილომეტრი, ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება „მიერბინა“ მოწინააღმდეგის ჯარს და ბრძოლა დაეწყო. ასეც მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბოლონიელი კავალერისტი  მოდენაში დეზერტირად წავიდა და გზად ჭიდან ხის სათლი გაიყოლა. ბოლონიის ხელისუფლებამ სათლის დაბრუნება მოითხოვა, ვინაიდან ის მუნიციპალური იყო და შესაბამისად, საერთო ქონებას წარმოადგენდა.

პაექრობაც დაიწყო. დიპლომატებმა ვერ მოილაპარაკეს და შესაბამისად, ომი გაჩაღდა. გადამწყვეტი ბრძოლის დროს 2000 ჯარისკაცი დაიღუპა. მოდენამ გაიმარჯვა და ეს სათლიც თავისთან დაიტოვა. ის დღემდე ინახება ქალაქში, როგორც რელიკვია.

Фотография: 5 самых идиотских поводов для войны в истории №3 - BigPicture.ru

ომი ღორის გამო

ბრიტანულ-ამერიკული კონფლიქტი, რომელიც კინაღამ სრულფასოვან ომში გადაიზარდა… ეს ყველაფერი ღორის გამო მოხდა, რომელიც კარტოფილის ნათესებში შევიდა. 1846 წლის 15 ივნისს ბრიტანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ორეგონის ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფოებს შორის საზღვარს წყნარი ოკეანის სანაპიროებთან. საბუთს ნათელი უნდა მოეფინა ყველაფრისთვის და ბოლო მოღებოდა გაუგებრობებს, მაგრამ, პირიქით – სიტუაცია გამძაფრდა.

როგორც აღმოჩნდა, რეგიონის რუკები არ იყო ზუსტი და ორივე სახელმწიფომ სან-ხუანის კუნძულები თავის საკუთრებად ჩათვალა. შედეგად, იქ შესახლება დაიწყეს როგორც ბრიტანელმა, ისე ამერიკელმა კოლონისტებმა.

ერთიც და მეორეც, ცხადია, ერთმანეთს არაკანონიერ იმიგრანტებად თვლიდნენ. 1859 წლის 15 ივნისს, ზუსტად 13 წლის მერე, ყველაფერი ეს ერთ დიდ სულელურ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დღეს ამერიკელმა ფერმერმა, ლიმან კატლერმა თავის მიწაზე დაინახა უზარმაზარი შავი ღორი, რომელიც მის ბაღჩაში დაძრწოდა და კარტოფილს მიირთმევდა. ღორს ეს პირველად არ გაუკეთებია. თავიდან ლიმანი მას წიხლით აგდებდა, შემდეგ ჯოხით, მაგრამ ამჯერად ვერ მოითმინა, სახლში იარაღის ასაღებად შევიდა და  ღორს ესროლა.

როგორც აღმოჩნდა, ღორი ადგილობრივ ირლანდიელს ეკუთვნოდა, სახელად ჩარლზ გრიფინს. პრობლემა ის იყო, რომ ორივე ფერმერი სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქე გახლდათ. როდესაც რიგითი სამეურნეო კონფლიქტი სკანდალში გადაიზარდა, ორივე მამაკაცმა თავის ხელისუფლებას მიმართა დახმარების სათხოვნელად. მათ საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოახდინეს. ამერიკელებმა კუნძულზე 400 ჯარისკაცი ჩამოსვეს. ბრიტანელებიც არ ჩამორჩნენ და გემები გამოგზავნეს, 2000 მებრძოლით. ბრიტანული კოლონიის გუბერნატორმა კონტრ-ადმირალს, რობერტ ბეინესს უბრძანა, სამხედრო მოქმედებები დაეწყო, თუ ამერიკელები ტერიტორიას არ დატოვებდნენ.

საბედნიეროდ, ოფიცერმა არ ისმინა ხელმძღვანელობის ბრძანება და ამით ქვეყანა ომისგან გადაარჩინა.  როდესაც ლონდონსა და ვაშინგტონში გაიგეს, რომ დაპირისპირება ღორის გამო დაიწყო, მოლაპარაკებაზე წასვლა გადაწყვიტეს. შედეგად, კუნძული აშშ-ს დარჩა.

Фотография: 5 самых идиотских поводов для войны в истории №7 - BigPicture.ru

ომი ფეხბურთის გამო

„საფეხბურთო ომი“ სალვადორსა და ჰონდურასს შორის მოხდა. მაშინ ათასობით ადამიანი დაიღუპა და ორივე მხარე ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. 1970 წელს სალვადორის და ჰონდურასის საფეხბურთო ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლას ცდილობდნენ. ამ საფეხბურთო პაექრობას წინ უძღოდა ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებაც.

ეს ყველაფერი საშინელ ისტორიად იქცა: სალვადორის მოგების შემდეგ ადგილობრივებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და ჰონდურასელების მასობრივი ცემა დაიწყეს.

უშუალოდ ომი მაშინ დაიწყო, როდესაც სალვადორის თვითმფრინავებმა მეზობლის საჰაერო სივრცე გადალახეს. შედეგად, ორივე მხარის ინფრასტრუქტურა განადგურდა. შემდეგ პროცესში მეზობელი ქვეყნების ჩაერივნენ და სალვადორს ეკონომიკური ბლოკადით დაემუქრნენ.

Фотография: 5 самых идиотских поводов для войны в истории №13 - BigPicture.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები