ლატვიის პოლიცია შეამოწმებს მათ, ვინც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად მივა

ლატვიის პოლიცია და სასაზღვრო სამსახური ყველა იმ ადამიანს შეამოწმებს, ვინც რიგაში რუსეთის საელჩოში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მისაცემად მივა.

ამის შესახებ Delfi-ს პოლიციის უფროსმა, არმანდს რუკსმა უთხრა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში ყოფნის კანონიერებაზე შემოწმდებიან.

მისივე განმარტებით, ანალოგიური შემოწმებები მიმდინარეობს რუსეთში, როდესაც ლატვიის მოქალაქეები ხმის მისაცემად საელჩოებში მიდიან.

რუკსი განმარტავს, რომ ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევამ შესაძლოა, ლატვიიდან პირის გაძევების პროცედურის დაწყება გამოიწვიოს.

არჩევნების დროს ლატვიის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს და მკაცრად აღკვეთს რუსული აგრესიის განდიდების ნებისმიერ მცდელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები