ჩეხეთის უნივერსიტეტებში ცეცხლის გახსნის მუქარის გამო, პოლიცია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ჩეხეთის პოლიციამ 6 საგანმანათლებლო დაწესებულებასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულებებში ცეცხლის გახსნის ანონიმური შეტყობინება მიიღო.

ამის შესახებ IDNES-ი წერს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ზომების მიღება ყველა ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც პოტენციურად შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდეს“, – განაცხადეს პოლიციის პრესსამსახურში.

პრაღის პოლიციის სპიკერმა მედიას დაუდასტურა, რომ მუქარის წერილში კარლოვის უნივერსიტეტიც მოხვდა.

ამავე დროს, სამართალდამცავები უშუალო საფრთხის ნიშნებს ვერ ხედავენ, ამიტომ, დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

2023 წლის ბოლოს კარლოვის უნივერსიტეტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. მსროლელი 24 წლის ჩეხი სტუდენტი – დავიდ კოზაკი აღმოჩნდა, რომელიც ლეგალურად ფლობდა რვა ცეცხლსასროლ იარაღს. იმავე დღეს მას კიდევ სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული, მათ შორის ერთი ჩვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები