ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღმართეს
შვედეთი ნატოს ოფიციალურად 7 მარტს შეუერთდა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ერთდროულად გადაწყვიტეს ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს.
ფინეთი ნატოს წევრი 2023 წელს გახდა, თუმცა, შვედეთის წევრობა თურქეთის და უნგრეთის პოზიციის გამო გაჭიანურდა.
თურქეთმა მწვანე შუქი მხოლოდ 2024 წლის იანვარში აანთო, უნგრეთმა კი – 26 თებერვალს.