მამუკა მდინარაძე: რატი იონათამიშვილი საუკეთესო კანდიდატურაა, თუმცა, მე ძალიან მენანება ეს ადამიანი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადასასვლელად

ჩემი აზრით, რატი იონათამიშვილი საუკეთესო კანდიდატურაა, თუმცა, მე ძალიან მენანება ეს ადამიანი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადასასვლელად, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ვინ შეიძლება, შეცვალოს მიხეილ სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გუნდს უმრავლესობის სხდომაზე წარადგენენ.

„ჩვენი გუნდის არც ერთ წევრთან არ მილაპარაკია, რატი იონათამიშვილის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფრაქციის თავმჯდომარეა, ამ პარლამენტში ის არის ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს უფლებების დაცვის კუთხით. ჩემი აზრით, ის საუკეთესო კანდიდატურაა, თუმცა მე ძალიან მენანება ეს ადამიანი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, იქ გადასასვლელად. ჩვენ ამაზე გვაქვს კონსულტაციები და სავარაუდოდ გუნდს უმრავლესობის სხდომაზე წარვუდგენთ, ფრაქციაზე მერე ვილაპარაკოთ. რატი არის ზეპროფესიონალი ამ საკითხში და ყველაზე რელევანტური ადამიანი. რატი იონათამიშვილისთვის ძალიან ორგანულია უფლებები. ნებისმიერი სხვა კომიტეტის თავმჯდომარე რომ გამხდარიყო მინისტრი, ამ საკითხს საერთოდ არ შევეხებოდით. რატი იონათამიშვილისთვის იმდენად ორგანულია უფლებები, რომ ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მანაც იგივე პოზიცია დააფიქსირა რაც მე, თუმცა უფრო რელევანტური ადამიანი ძალიან ცოტა მეგულება. მანაც ამაზე თანხმობა განაცხადა“, – თქვა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები