რა უნდა იცოდე თერმოინდუსტრიის შესახებ

თერმოინდუსტრია გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. ყველა ამ პროდუქტის დათვალიერება შეგიძლიათ საიტზე: http://www.thermoindustria.com

სტილი, ხარისხი, ინოვაცია – ეს თერმოინდუსტრიის დევიზია. პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი.
კომპანისს მიზანია:

● უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახადოს სულ უფრო მეტი ადამიანისთვის

● საქართველოში შექმნას ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო სისტემების ასორტიმენტი

● სპეციალური სწავლების მეშვეობით, მოამზადოს კვალიფიციური კადრები
ყოველდღიურად, სერტიფიცირებული სპეციალისტები მომხმარებლებს ეხმარებიან საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში და უზრუნველყოფენ სწრაფ მიწოდებას და ტექნიკურ მხარდაჭერას.
რას იყიდი თერმოინდუსტრიაში
თერმოინდუსტრიაში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი გელოდება შემდეგ კატეგორიებში:

● ცენტრალური გათბობა

● წყალმომარაგება

● სააბაზანო სანტექნიკა

● კონდიცირება

● განახლებადი ენერგია

● სახანძრო სისტემები

● აუზი და საუნა

● ქიმიკატები
ნებისმიერ შენთვის სასურველ კატეგორიაში შეგიძლია შეარჩიო ნივთები, შეადარო ერთმანეთს, მოათავსო სურვილების სიაში და ისარგებლო გადახდის შენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

თერმოინდუსტრიაში მოქმედებს განვადებაც, ხოლო მიწოდების ვადა შეძენიდან 3 სამუშაო დღეა.
კომპანიის უპირატესობებია:

● გარანტია ნებისმიერ პროდუქტზე

● სწრაფი მიწოდება

● სხვადასხვა გადახდის მეთოდი

● ინვოისის მოთხოვნის შესაძლებლობა
გარდა მრავალფეროვანი პროდუქციისა, თერმოინდუსტრია მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისსაც გთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცენტრალური გათბობის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების დაგეგმვა-პროექტირებაა.

პროექტირება
თერმოინდუსტრიის საპროექტო განყოფილების საქმიანობა მოიცავს, როგორც ბინებისა და კერძო სახლების ასევე, ოფისებისა და სხვადასხვა პროფილის კომერციული დაწესებულებების დაპროექტებას. თანამედროვე პროგრამული მოდულების და გამოცდილი ინჟინრების დახმარებით, მომხმარებელი იღებს დასრულებულ პროექტს ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით.
კვალიფიციური მონტაჟი
ხარისხიანი პროდუქციის გამართული და საიმედო ექსპლუატაციისთვის, აუცილებელია, კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება. კომპანიის ტექნიკური სამსახურის თითოეულ წევრს გავლილი აქვს შესაბამისი მომზადების კურსები. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, ისინი ახორციელებენ შეძენილი სისტემების მონტაჟისა და გაშვება-გამართვის სამუშაოებს.
კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რაც გულისხმობს კვალიფიციურ საინჟინრო კონსულტაციებს, პროექტირებას, სწრაფ მიწოდებს და გადახდის მოქნილ პირობებს.
თერმოინდუსტრია თბილისში, ბელიაშვილის 110-ში მდებარეობს. კომპანიის ცენტრალურ საწყობში წარმოდგენილია 35 მსოფლიო ბრენდის 3000 დასახელების პროდუქცია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები