მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 37 %-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის თებერვალი- 256 რეისი).

2024 წლის ორი თვის, ჯამურად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 68 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა – 52 %-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.