ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა ასაკში

ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ახალშობილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ეს პრობლემა არ არის საგანგაშო, რადგან ტერფის თაღი ამ პერიოდში ყალიბდება. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა პროგრესირებს და შესაძლოა, ხერხემლისა და კიდურების სხვადასხვა დეფორმაციაც კი გამოიწვიოს.

ბრტყელტერფიანობა ბავშვებსა და მოზარდებში

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში 5 წლამდე ნორმალურად მიიჩნევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრევენციული ზომები არ უნდა მიიღოთ. ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით სხეულის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია კუნთებს ასწავლოთ სწორი მოძრაობა. ტერფის თაღი ჩამოყალიბებას 3-4 წლის ასაკში იწყებს, ასე რომ, ყველა ბავშვს 3 წლამდე, რბილი ანუ დრეკადი ტერფი აქვს, რაც ნორმას შეესაბამება. თაღების სრული ფორმიერება კი 9-10 წლის ასაკში სრულდება. ძირითადი სიმპტომები თავს იჩენს მოზრდილ ასაკში, ამ დროს ხშირია:

● ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის დარღვევა;

● სიარულის მანერის შეცვლა;

● წონაში მატება.

ბრტყელტერფიანობა ზრდასრულ ადამიანებში
ზრდასრულებში ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:

● არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;

● ორსულობა;

● პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს;

● სიმძიმეების ტარება.
ბრტყელტრფიანობის მკურნალობა შესაძლოა, კომპლექსური მეთოდით – ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი, ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს მაქსიმალურად ამცირებს. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს ტერფის პლანტოგრაფიულ კვლევას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას – დგომისა და სიარულის პროცესში ხდება ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტირების შემდეგ კი სამ-განზომილებიანი სურათის საფუძველზე მზადდება ტერფზე მორგებული ინდივიდუალური ღაბაში (სუპინატორი). სწორი და დროულად დაწყებული მკურნალობა კი, საუკეთესო შედეგის გარანტიას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები