საბაჟოზე 16 ათას ლარამდე ღირებულების არდეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი” არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ს აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მის ბარგში 15954,24 ლარის ღირებულების, საერთო წონით 376,53 გრამი ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები