მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახლადაშენებული საჭიდაო დარბაზი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში, ახლად აშენებული საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. ინფორმაციას, მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი დაესწრნენ.

,,საჭიდაო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 973 324 ლარი შეადგინა.
შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოწყობილია მთავარი დარბაზი შეჯიბრებისთვის, გასახდელები, სველი წერტილები, ავტოსადგომი, სატრენაჟორო და პერსონალის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ასევე, სოფელ ქსოვრისში, ტრადიციულად, აღინიშნა სახალხო დღესასწაული – ლაშარობა. თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის ორგანიზებით, რეგიონის მოქმედ და მოყვარულ სპორტსმენებს შორის შეჯიბრება ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში. გათამაშდა მთავარი პრიზები და ფასიანი საჩუქრები. სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულებს ტურნირის ორგანიზატორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, მედლები და სიგელები გადასცეს.
ღონისძიებას, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, თვითმმართველობისა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები