ნინო ფოჩხუა – “ვეტინგის” სისტემაზე: რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს რომ არ იღებს წარმოებაში
რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, შემთხვევით ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს ან რომ საერთოდ არ იღებს წარმოებაში ან წერტილ-მძიმეს არ უწუნებს საქმეებს, რომელზეც შედის საჩივარი, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ე.წ “ვეტინგის” სისტემაზე.
“რა არ მოეწონათ ჩვენს პარტნიორებს ქართული სასამართლო სისტემის, შემთხვევით ის ხომ არა, სტრასბურგის ევროპული სასამართლო აქედან გაგზავნილ საჩივრებს ან რომ საერთოდ არ იღებს წარმოებაში ან წერტილ-მძიმეს არ უწუნებს საქმეებს, რომელზეც შედის საჩივარი. მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას ჩვენი კეთილმოსურნენი, სააკაშვილის მმართველობის დროს როცა ევროპული სასამართლო საჩივრების რაოდენობას ვერ აუდიოდა, თუმცა მაშინ ხომ მათი ხელის ბიჭი “დემოკრატიის შუქურა” იყო პრეზიდენტი. ახლა ალბათ მეტყვის ვინმე, მაშინაც ხომ იგივე მოსამართლეები იხილავდნენ საქმეებსო, კი, იგივე მოსამართლეები იყვნენ მაშინაც, მაგრამ მათ ვინ ჰკითხავდა განაჩენის გამოტანას, ქართველი გებელსი (ადეიშვილი) გამზადებულ, განაჩენდადებულ “ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი” აგზავნიდა სასამართლოებში და ვაი იმას, ვინც წინააღმდეგობას გაწევდა. ახლა სხვა დროა, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ხალხი არავის მისცემს უფლებას ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში”, – წერს ნინო ფოჩხუა.