ნინო ფოჩხუა – ბიძინა ივანიშვილზე: სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას

სულ რომ არ გამოჩენილიყო, მას იმხელა ავტორიტეტი აქვს, რომ ქვეყნის უმრავლესობა მაინც “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის უდიდესი დამატებითი სტიმული „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო თამამად საუბრობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

ფოჩხუას თქმით, “ოპოზიცია ვერაფრით ერევა ბიძინა ივანიშვილს, ვერც ბიზნესით, ვერც ქველმოქმედებით, ვერც ფულით და ვერც ავტორიტეტით და ამიტომ არის, რომ უკვე გიჟებს ჰგვანან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები