ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ნაცებს“ ფული არ აქვთ და სჭირდებათ, „ლელოს“ იდეები არ აქვს და რეიტინგი, ერთად უნდა იყვნენ
“პრეზიდენტი თუ „ლელოს“ „ნაცებში“ შეიყვანს, მადლობელი ვიქნები. „ლელო“ „ნაცებში“ უნდა იყვნენ, „ნაცებს“ ფული არ აქვთ და სჭირდებათ და „ლელოს“ იდეები არ აქვს და რეიტინგი. ყველა კმაყოფილი იქნება, ჩვენც”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
„ამიტომ, თუ ეს არის მიზანი, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ პრეზიდენტს აქვს ამის ავტორიტეტი და გავლენა ოპოზიციაში, რომ ეს ქნას“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.