დავით მათიკაშვილი: ქვეყანას სჭირდება შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს

აუცილებლად, საკმაოდ მალე ქვეყანას სჭირდება შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულით არავინ არავის ცხოვრებაში არ ერევა.

„ყველას აქვს თავისი ცხოვრების წესი და ამას ქვეყნის კონსტიტუცია ძალიან მკაცრად იცავს, იცავს ქვეყნის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და არანაირი რისკი იმისა, რომ ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევა მოხდეს, ან საერთოდ ჩარევა მოხდეს, არ არის, მაგრამ პროპაგანდა, რომელიც ამ სიმახინჯეს თავს ახვევს ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები