ნორვეგიის ჩრდილოეთით ნატოს მასშტაბური წვრთნები – Nordic Response 2024 დაიწყო, რომელთა მიზანია “ალიანსზე თავდასხმის მოგერიების შემუშავება”.
სწავლება გვიან ღამით დაიწყო და მასში 13 მოკავშირის, დაახლოებით, 20 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ნატოს ახალი წევრები არიან.
მანევრები მოიცავს შეიარაღების ფართო სპექტრს, მათ შორის, 100 თვითმფრინავს და საზღვაო ძალებს – ფრეგატებს და წყალქვეშა ნავებს.