მამუკა მდინარაძე: რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ოპოზიციას ინტერესი არ აქვს
ოპოზიციამ ოღონდ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომა რაღაცით „გაიპრავოს“ და ახლა ვითომ ფასებით შეწუხდნენ, სიღრმისეულ და ლოგიკურ ბრძოლაში ვერაფერს ახერხებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, რაც ნეგატიურად ვერ გაპიარდება, იქ ოპოზიციას ინტერესი არ აქვს.
„მაშინ მათთვის მნიშვნელოვანი სიტყვა – რუსულის პოპულარიზაცია იყო, ახლა ფასებმა შეაწუხათ, როცა შედარებით დასტაბილურდა. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ინფლაცია გვაქვს დღეს. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ყველაზე დაბალი იყო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ახლა გაააქტიურეს თემა. ხალხის გაჭირვება არ აინტერესებთ, უნდათ, გადაფარონ ლგბტ პროპაგანდა, რაც ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ფასები მომატებული რომ არის, ახლა გაიგეს? მათ საგნობრივ დისკუსიაში შესვლა უჭირთ, პოპულიზმით არიან დაკავებული“, – განაცხადა მდინარაძემ.