მამუკა მდინარაძე: “ვეტინგი” არის ჩვენთვის მიუღებელი
“ვეტინგზე საუბარი ვერ იქნება. კატეგორიულად და პრინციპულად ვამბობთ, ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერცერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში.
„ეს არის ქართველების მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის თავმოყვარეობის საკითხი, პრინციპული და პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი, ამ საკითხს ჩვენ ასე არ გავატარებთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. საქართველოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში. როდესაც ადეიშვილები და მისი გუნდის წევრები გვევლინებიან მისი გუნდის ავტორებად სხვადასხვა ქვეყნებში, კრიმინალები. წამებასთან ასოცირებული პირები. არ დავუშვებთ ასეთ რამეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.