მამუკა მდინარაძე: ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის გეგმა, რომ მისი პოლიტსაბჭოს წევრს ემართა ცესკო – ჩავარდა.
“მას დაგროვებული ჰქონდა კომპრომატები, რომელიც აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ტყუილი იყო. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დაგროვებული ე.წ. კომპრომატების წინასწარ გამოგდებით ისარგებლა კარგი გაგებით და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ანუ, სქემა გაიშიფრა, თუ რა უნდოდათ. უნდოდათ მისი დაბულინგება და ამ დაბულინგების შედეგად ის რომ გადადგებოდა, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო და ხალხის არჩევანის გარეშე უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება. მისმა ტელევიზიამ ისიც კი იკადრა, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს. ამ სქემას ასრულება არ უწერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ – იმ ვითომ პრეზიდენტის, რომელიც როგორც რიგითი აქტივისტი, მათთან ერთად, ჩაბმულია ამ ძალიან მდაბიო ბრძოლაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.