გია ვოლსკი – ვოლაკის განცხადებაზე: თუკი ამ განცხადებას დავუჯერებთ, სულ მცირე, 5-6 ასეთი ორგანიზაციის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს NED-მა

“თუკი ამ განცხადებას დავუჯერებთ, სულ მცირე, 5-6 ასეთი ორგანიზაციის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს NED-მა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი “დემოკრატიის ეროვნული ფონდის” თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ NED-ი არ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და მათი საქმიანობა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას მოიცავს.

“ის ფაქტი, რომ NED-ი აფინანსებს გარკვეულ ორგანიზაციებს და სუბიექტებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და, მით უმეტეს, ამ რადიკალური პოლიტიკური სუბიექტების პლატფორმაზე დგანან, მოგვიწოდებენ ომისკენ, დესტაბილიზაციის სტრატეგიას ემსახურებიან, ეს ფაქტი არსებობს. თუკი ამ განცხადებას დავუჯერებთ, სულ მცირე, 5-6 ასეთი ორგანიზაციის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს NED-მა.

“რუსული კანონპროექტის” სახელით მონათვლას წინ უძღოდა გარკვეული შეთანხმება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. შინაარსის აბსოლუტურად არმცოდნე ადამიანებმა “მოლოტოვის კოქტეილები” დაიჭირეს ხელში. იმ ცნობილი კანონით ვიცით, რომ მილიონები დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა და მისმა გარემოცვამ იმისთვის, რათა საერთაშორისო დონეზე საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინა. გარკვეულწილად, რაღაცებს მიაღწიეს კიდეც, მაგრამ ვერ დამალეს, რომ მილიონები აქვთ დახარჯული და კონკრეტული ადამიანები არიან ამ ბოროტებაში ჩართული. ამიტომ, კანონი, რასაკვირველია, საჭირო იყო, თუმცა მოვერიდეთ საზოგადოებაში დაპირისპირების განვითარებას,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები