მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის დასწრებას გამოეხმაურა.
“გარდა ბუნდესტაგისა, ის ასევე შეხვდა ბატონ იან კოპმანს… რანაირად, რა ღირებულებებზე ვსაუბრობთ? კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა, რომელიც ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარ-ზეიმით და პატივით ხვდებით.
რანაირად ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს ნორმალურია და სწორი?! ამიტომ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უნდა დაიბაროს სასწრაფოდ და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები, ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს?“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.