ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, ცრუ და დამახინჯებული ფაქტებით, გახდა დისკრედიტაციისა და გარკვეული ეჭვების შექმნისა და გაჩენის მიზნით გამოყენებული, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი ხელმძღვანელი მორიგი დისკრედიტაციის სამიზნე გახდა.
„სახეზეა ჩემი იმიჯის შელახვის მცდელობა და იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვა, რომელიც საარჩევნოა ადმინისტრაციას, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტერვენციის პირობებში, ჩვენი ღია და გამჭვირვალე საქმიანობის ჭრილში გააჩნია. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს. რაც შეეხება ვეტოს საკითხს, უნდა აღნიშნოს ის, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლას თუ ნებისმიერ პროცედურას, მის ამოქმედებასთან მიმართებაში, არ წარმოადგენს ცესკოს შეფასების საგანს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ცვლილებების აქტუალურობიდან და მისი შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ძალაში შევიდეს რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, რათა ამ თემის გარშემო არსებული მანიპულაციები დასრულდეს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.
ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე „ტვ პირველით“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს.