მიხეილ სარჯველაძე: ძნელია, „ლელო“ გააერთიანო გახარიასთან ან “ნაცებთან”, რომელთანაც მუდმივად ჰქონდათ მორალური დილემა, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი დაუწუნებდა ამ გადაწყვეტილებას

ძნელია, „ლელო“ გააერთიანო გახარიასთან ან “ნაცებთან”, რომელთანაც მუდმივად ჰქონდათ მორალური დილემა, რომ საკუთარი ამომრჩეველიც კი დაუწუნებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგალითად „ლელოს“, რომ ისინი აღმოჩნდებოდნენ ერთი ქოლგის ქვეშ ან სიახლოვეს ნაცმოძრაობასთან, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ფონზე, ეს არის მაშველი რგოლი, რადგან აქვს „ლელოს“ და სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის, სჭირდებათ გაერთიანება და ამ გაერთიანებაში არსებული სირთულის გადალახვის მცდელობაა ახლა ეს გადმოგდებული დამატებითი მაშველი რგოლი, ზურაბიშვილის მხრიდან“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები