პეტერ ფიშერი: საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს
საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია.
ელჩი დარწმუნებულია, რომ პროგრესი გაგრძელდება.
“მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იქნეს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს.
წელს, დეკემბერში დაგეგმილ, ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე მოკლე ვადაა, რადგან ზაფხულში ჩვენ ვირჩევთ ახალ ევროპარლამენტს, ახალ ევროკომისიას, საქართველოც ატარებს თავის არჩევნებს. ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, – აღნიშნა ელჩმა.