“ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი” – იუსტიციის მინისტრი

ამნისტია პერსონებზე მორგებული არ უნდა იყოს, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა შეეხოს თუ არა ამნისტიის კანონპროექტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომპლექსური დაფიქრებაა აუცილებელი.

„ამნისტია არ არის ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საკითხი, ის საჭიროებს ძალიან კომპლექსურ დაფიქრებას იმიტომ, რომ უნდა აიწონოს როგორც მისი დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და უნდა მოხდეს რისკების გათვლა. ყველა რისკი უნდა იყოს დაზღვეული, მათ შორის, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი მიღებული იყოს ამნისტიაზე გადაწყვეტილება. კონკრეტულ ფორმაზე საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს, ეს მათი პრეროგატივაა”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები