ირაკლი კობახიძე: ადამიანი მიდრეკილია ცდუნებისკენ და მაქსიმალურად მცირე რომ იყოს ცდუნება, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის

„მთავარი არის ერთი რამ – ზოგადად, რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ კორუფციის პრევენცია მოხდეს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის პირველ რიგში კორუფციის პრევენციისთვის.

“ადამიანი არის მიდრეკილი ცდუნებისკენ და მაქსიმალურად მცირე რომ იყოს ცდუნება და შემცირებული იყოს კორუფციის რისკები, საჭიროა, რომ რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის.

სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, მათ შორის, პირველ ყოვლისა, კორუფციის პრევენციისთვის. გახსოვთ ალბათ, თავის დროზე, 2004 წელს ბიძინა ივანიშვილი სწორედ კორუფციის პრევენციისთვის საკუთარ სახსრებს დებდა იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად მაღალი ხელფასები ჰქონოდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს შესაბამის პოზიციებზე. ეს იყო ჩაფიქრებული ანტიკორუფციულ ზომად და ამან თავისი ფუნქცია შეასრულა. დღეს, როდესაც კერძო სექტორთან კონკურენტუნარიანი არ არის ეს ხელფასები, ამ ვითარებას სჭირდება გამოსწორება. კერძო სექტორში ხელფასები იზრდება ეკონომიკური ზრდის კვალად. საჯარო სექტორში ხელფასების ზრდამაც შეუწყო ხელი კერძო სექტორში ხელფასების ზრდას. თუ იქნება ეკონომიკური ზრდა, კერძო სექტორშიც სერიოზულად გაიზრდება ხელფასები“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები