ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ეს არის რეალისტური

“დღევანდელი მოცემულობით „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში აქვს 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვემოთაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა აღნიშნული მოცემულობის მაქსიმალურად შენარჩუნება.

„დღევანდელი მოცემულობით „ნაცმოძრაობას“ არჩევნებში აქვს 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვემოთაა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოცემულობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. უფრო მეტად შევამციროთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლობა პარლამენტში.

ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, ეს არის რეალისტური, არსებული ციფრების გათვალისწინებით. მთავარია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი შანსები“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები