ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, „ნაცმოძრაობას“ კი 18, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

ჩვენ გვაქვს 60 პროცენტამდე რეიტინგი, „ნაცმოძრაობას“ კი 18, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, კიდევ უფრო გაიზარდოს მხარდაჭერა.

„ბოლო რეიტინგები ასეთია: „ნაცმოძრაობა“ 18 %, ყველა სხვა პარტია 5%-ს ქვემოთ, ასეთია ოპოზიციური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ისინი ხან დაჯგუფებას ცდილობენ, ხან სხვა გადაწყვეტილებების მიღებას. შიდა დაქსაქსულობაც არის მათი ერთ-ერთი პრობლემა, უჭირთ გაერთიანება. საბოლოოდ, ვფიქრობთ, ჩვენ ოპტიმალური სურათით მივალთ არჩევნებამდე. იდეალური იქნება თუ „ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ჩვენ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს „ნაცმოძრაობაზე“ სამჯერ მეტი ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. დღევანდელი მონაცემები არის ზუსტად ასეთი: ჩვენ გვაქვს 60% და ნაცმოძრაობას -18, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები