ირაკლი კობახიძე: მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მისი პოლიტიკური წარსული – ბნელი და მძიმე

„მელიას პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მისი პოლიტიკური წარსული – ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსულიც”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეკეტი და სიბნელე საქართველოში ვერ დაბრუნდება.

“გახსოვთ, რეებს აკეთებდნენ ეს ადამიანები. მელიაზე მახსენდება მაგალითად მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა და ამის „გაპრავება“, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ჩვენ ვერ დავაბრუნებთ და ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ა.შ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში ვერ დაბრუნდება. ამას ხალხი არ დააბრუნებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები