გია ცაგარეიშვილი – ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: პროპაგანდა შემოჭრილია, ფაქტობრივად, ყველას ოჯახში, ყველგან და ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის თქმით, პროპაგანდის საფრთხეები ხელშესახებია და “ეს არ არის ყურით მოთრეული თემა”.
მისივე თქმით, ანტიპროპაგანდისტული კანონი დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას.
„პროპაგანდა შემოჭრილია, ფაქტობრივად, ყველას ოჯახში, ყველგან და ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. მომავალი კანონპროექტი დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. არავის უფლება პირად ცხოვრებაზე არ იქნება ხელყოფილი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.