საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზის ხელმძღვანელები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულებაზე იმსჯელებენ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საკითხზე მსჯელობისთვის, აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დელეგაცია საქართველოში ვიზიტით გაემგზავრა.
მათივე ცნობითვე, როვშან რუსტამოვის საქართველოში ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სამშენებლო, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოების გაცნობაა. იგეგმება აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელის შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის რკინიგზის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთანაც.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული მნიშვნელობის მაგისტრალი – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, 2017 წელს ამოქმედდა.