სალოტბარო სკოლების პედაგოგთა ტრენინგი დაიწყო

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში სალოტბარო სკოლების პედაგოგთა ტრენინგი დღეს დაიწყო.

სამი დღის მანძილზე 32 სალოტბარო სკოლის ყველა პედაგოგი გადამზადებას გაივლის. მონაწილეები ხალხური სიმღერის, ტრადიციული გალობის, სოლფეჯიოს და ბავშვთა ფსიქოლოგიის თემატურ ლექციებს დაესწრებიან.
ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლები 32 მუნიციპალიტეტში მოქმედებს , სადაც ათასზე მეტი ბავშვი ქართულ მრავალხმიანობას უსასყიდლოდ ეუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები