საქსტატი: 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 54.3 ათასი სტუდენტი მიიღეს
საქსტატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2023/2024 სასწავლო წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით ორი მესამედი ქალაქ თბილისშია.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებ-
ლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.3 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში
32.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 21.9 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8.4 პროცენტით.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ
177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია. სახელმწიფო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის
59.1 პროცენტი, ხოლო კერძოში – 40.9 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2
პროცენტი ქალია, ხოლო 48.8 პროცენტი – კაცი.
2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა
სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.1
პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.9 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორ მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია.