საქსტატი: 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 283.3 ათასი მგზავრი, რაც 42.3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის ხაზების მთლიანი სიგრძე 2023 წლის ბოლოსათვის 2 401.3 კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. რკინიგზის ლიანდაგების გაშლილი სიგრძე იყო 1 939.2 კილომეტრი, რომლის 42.7 პროცენტი მთავარი ხაზების სიგრძეა, 30.1 პროცენტი – განშტოებების სიგრძე, 24.3 პროცენტი სადგურის ლიანდაგებია, ხოლო 2.9 პროცენტი – მისასავლელი ლიანდაგები.
რკინიგზის ხაზების მთლიანი საექსპლუატაციო სიგრძე 2023 წლის ბოლოსათვის 1 576.5
კილომეტრს შეადგენდა, საიდანაც ელექტროფიცირებული იყო 98.4 პროცენტი. მთავარი ხაზის
საექსპლუატაციო სიგრძე იყო 529.9 კილომეტრი, რომლის 44.7 პროცენტი ერთლიანდაგიანია, 55.3
პროცენტი კი – ორლიანდაგიანი. საქსპლუატაციო მთავარი ხაზი სრულადაა ელექტროფიცირებული.
2023 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 2 283.3 ათასი მგზავრი, რაც 42.3
პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ
687.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 42.3 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე.
2023 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 2 242.6 ათასი მგზავრი, რაც
რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.2 პროცენტს შეადგენს და 44.1
პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში
გადაყვანილია 40.7 ათასი მგზავრი, რაც 15.8 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.5 პროცენტი შემოვიდა
სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.5 პროცენტი (2023 წლის განმავლობაში
სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები