საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე შპს-ს დამფუძნებლები დააკავა
როგორც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე შპს-ს დამფუძნებლები, მოქალაქეები: გივი ბურჯანაძე და ზაზა ბურჯანაძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 – დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაარეგისტრირეს 4 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 573 121 ლარის ღირებულების ნავთობის მასალა – ბიტუმი, ასევე საკვები პროდუქტი: ქიშმიში და ფინიკი.
მათივე ინფორმაციით, პროდუქციის განბაჟების შემდეგ ბრალდებულებმა თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 136 566 ლარის ზიანი.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.